ბაღის შესახებ

ჩვენთან შექმნილია ჯანსაღი ფსიქიკური ოჯახური გარემო და დადებითი ემოციური ატმოსფერო. ასაკობრივი გარემოს ფონზე სამუშაოდ ვიყენებ ჩემს მიერ შექმნილ ორიგინალურ მასალას:

– ფერებზე,
– ფორმებზე,
– რიცხვებზე,
– ასო-ბგერებზე და ა.შ.

წარმოებს ფსიქოლოგიურ-ლოგოპედიური სამუშაოები.

მეცადინეობების სახით ტარდება:

– ქართული,
– ინგლისური,
– რუსული,
– გეოგრაფია (რუსულად). { რუსული – არა მხოლოდ მეცადინეობის, არამედ ყოველდღიური ურთიერთობის სახით }. მასალად ვიყენებ რუსთაველს, ტოლსტოის, პუშკინს…
– ხატვა,
– აპლიკაცია,
– ძერწვა,
– მუსიკა.
დღესასწაულები, როგორც მუშაობის პროცესის გაგრძელება და შედეგი.
ყოველდღიური სეირნობა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე (აუცილებელი პირობა).

ბაღი უზრუნველყოფს ბავშვის მზაობას არსებულ გარემოში დამკვირდრებისთვის; ბავშვები სკოლაში ლიდერები ხდებიან.

P.S. ჩვენი კურსის დასრულებისას ბავშვი თავისუფლად ფლობს რუსულ ენას.

ილიას უნივერსიტეტის სკოლამდელი აღზრდის
კათედრის ყოფილი წამყვანი სპეციალისტი,
ნაშრომების ავტორი – ოლიკო გობეჯიშვილი